"გორდა"- პრემიერა განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში
02/19/2016
culturegovge culturegovge-ის
მიერ
12, 13 და 14 თებერვალს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საბალეტო დასმა წარმოადგინა დავით თორაძის „გორდა“ (ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი).
„გორდა“ საბალეტო დასის ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აღდგა. ბალეტის ახალ რედაქციაზე მუშაობდნენ საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორები, დეკორაციები დავით მონავარდისაშვილს, ხოლო კოსტიუმები ანა კალატოზიშვილს ეკუთვნის. „გორდას“ რევაზ ტაკიძემ უდირიჟორა.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. „გორდა“ ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი თეატრის რეპერტუარში. მისი აღდგენა ბოლოს 1996 წელს მოხდა ზურაბ კიკალეიშვილის მიერ.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045