შეხვედრა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრებთან

26.09.2013 00:28

26 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრების ოფიციალური მიღება გაიმართა. უცხოელ სტუმრებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა უმასპინძლეს. სტუმრებს შორის იყვნენ სილვიუ პურკარეტე, თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რუმინელი რეჟისორი, მსოფლიოს წამყვანი თეატრებისა და ოპერების დადგმების ავტორი, არაერთი თეატრალური პრემიის, მათ შორის, პიტერ ბრუკის ოქროს გლობუსის, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის, დუბლინისა და გდანსკის ფესტივალების თეატრალური პრემიის მფლობელი. სამინისტროს დელეგაცია ასევე შეხვდა პროდიუსერს, სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და რადუ სტანსას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს კონსტანტინე კირიაკს. მიღებას დაესწრნენ უცხოელი მსახიობები და ჟურნალისტები. მათ შორის, ემილ ჰურეზენაუ, რუმინეთის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფიგურა, ჟურნალისტი, მწერალი და რუმინეთის ყველაზე დიდი მედია ჯგუფის დირექტორი. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა და უცხოელმა სტუმრებმა ფესტივალის მიმდინარეობა შეაფასეს და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ 18 სექტემბერს გაიხსნა; დედაქალაქი 8 ოქტომბრის ჩათვლით 48 სპექტაკლს უმასპინძლებს. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრებთან
01:00

შეხვედრა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრებ...

culturegovge culturegovge

ზუგდიდის თეატრი მაყურებლის მოლოდინში - შეხვედრა ერთწლიანი პაუზის შემდეგ
03:28

ზუგდიდის თეატრი მაყურებლის მოლოდინში - შეხვედრა ერთწლიანი პა...

Radio Atinati

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2017 იწყება
04:07

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2017 იწყება

Music Box

მაიკ პენსი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავისუფლების მოედნისკენ გაემართა
11:15

მაიკ პენსი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავისუფლების მ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული  ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო
03:44

პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მი...

Giorgi Margvelashvili

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში
10:02

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია
02:47

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამუშაო შეხვედრა პრემიერთან
00:51

სამუშაო შეხვედრა პრემიერთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო