შეხვედრა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრებთან
26 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრების ოფიციალური მიღება გაიმართა. უცხოელ სტუმრებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა უმასპინძლეს. სტუმრებს შორის იყვნენ სილვიუ პურკარეტე, თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რუმინელი რეჟისორი, მსოფლიოს წამყვანი თეატრებისა და ოპერების დადგმების ავტორი, არაერთი თეატრალური პრემიის, მათ შორის, პიტერ ბრუკის ოქროს გლობუსის, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის, დუბლინისა და გდანსკის ფესტივალების თეატრალური პრემიის მფლობელი. სამინისტროს დელეგაცია ასევე შეხვდა პროდიუსერს, სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და რადუ სტანსას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს კონსტანტინე კირიაკს. მიღებას დაესწრნენ უცხოელი მსახიობები და ჟურნალისტები. მათ შორის, ემილ ჰურეზენაუ, რუმინეთის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფიგურა, ჟურნალისტი, მწერალი და რუმინეთის ყველაზე დიდი მედია ჯგუფის დირექტორი. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა და უცხოელმა სტუმრებმა ფესტივალის მიმდინარეობა შეაფასეს და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ 18 სექტემბერს გაიხსნა; დედაქალაქი 8 ოქტომბრის ჩათვლით 48 სპექტაკლს უმასპინძლებს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმრებ...
culturegovge culturegovge
ზუგდიდის თეატრი მაყურებლის მოლოდინში - შეხვედრა ერთწლიანი პა...
Radio Atinati
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2017 იწყება
Music Box
მაიკ პენსი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავისუფლების მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მი...
Giorgi Margvelashvili
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო შეხვედრა პრემიერთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster