აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში
აშშ-ის პირველი დიპლომატი საქართველოშია - მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა. ოფიციალური შეხვედრები ხელისუფლების პირველ პირებთან, კათოლიკოს-პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორთან ხვალ გაიმართება. მთიანი ყარაბაღის გამო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტის მიმართ ახლა ინტერესი გაორმაგებულია. პომპეოს ჩამოსვლა ემთხვევა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდსაც - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ გამწვავებულ პოლიტიკურ სიტუაციას. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპოზიციასთან შეხვედრა, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღის წესრიგში გაწერილი არ არის. ვიზიტის მთავარი განსახილველი თემები კი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება. შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან გამართავს. საქართველოში ჩამოსვლამდე, მაიკ პომპეო ვიზიტით საფრანგეთსა და თურქეთში იმყოფებოდა. თბილისში შეხვედრების დასრულების შემდეგ ის ისრაელში გაემგზავრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოშ...
ღამის კურიერირ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველო...
გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი პრესკონფერენცია
Giorgi Kvirikashvili
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის ოფიციალური ვიზიტი საქართვ...
TV IMEDI
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster