UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია

18.03.2024 02:47

გულშემატკივართა ემოციური შეხვედრა „იუეფსის“ პირველ ქართველ ჩემპიონთან. ილია თოფურია საქართველოშია.

ცნობილ სპორტსმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. ქართველი მებრძოლი პრემიერის მოწვევით ჩამოვიდა. ის 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც საბრძოლო ხელოვნებაში კარიერა ესპანეთის „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო, ცოტა ხნის წინ უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა მოიგო. ილია თოფურიამ UFC 298-ზე ქვემსუბუ­ქი დი­ვი­ზი­ო­ნის ქამ­არი მოიპოვა - ამ დივიზიონის ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვ­სკი ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო