შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრა
თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, არის მსხვერპლი, რაც უდიდესი ტრაგედია და აუნაზღაურებელი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის,–საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე დედაქალაქში მომხდარ სტიქიაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. "ქვეყნის დედაქალაქის ინფრასტრუქტურას მიადგა დიდი მატერიალური ზარალი: დანგრეულია გზები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სტიქიის დღიდანვე ვგრძნობთ ჩვენი მეგობრების მორალურ თანადგომასა და მატერიალური დახმარების დიდ სურვილს, რაც კიდევ უფრო გვამხნევებს და ძალას გვმატებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა და მხარში ამოგვიდგა ამ ტრაგიკული მოვლენების დროს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განმარტებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებების გამართვა, თუმცა მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ის აღარ გაიმართება. მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, მიუხედავად მნიშვნელოვანი საგარეო შოკებისა, დღეის მდგომარეობით საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო. "საქართველომ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების კიდევ უფრო განვითარების, დემოკრატიისა და პლურალიზმის განმტკიცების კუთხით. ვრცლად იხილეთ : http://irakligaribashvili.ge/?p=6334
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის სტრატეგიის განხი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კობა გვენეტაძე BSTDB-ის პრეზიდენტ დიმიტრი პანკინს შეხვდა
National Bank of Georgia
სტიქიის შედეგებზე საუბრით დაიწყო პრემიერმა დღეს შავი ზღვის ვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიზნესის თანამშრომლობა გარემოს დასაცავად
Business Media Georgia
პრემიერი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ამერიკის სახ.მდივანთან შეხვედრ...
MULTIMEDIA GE
დავით ზალკალიანი როს უილსონს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაციის დაბრუნება დიდი ბრიტანეთიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster