სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ამერიკის სახ.მდივანთან შეხვედრის შემდეგ
„მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება“, - ეს შეფასება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის. „ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში,“ – ხაზგასმით აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეფუძნება საერთო ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ყველაზე მთავარს - თავისუფლებას! მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა და დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. „ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს,”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის კომენტარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის კომენტარი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის კომენტარი მედიასთან - არჩევნები 2021
TV IMEDI
სალომე ზურაბიშვილის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის საგანგებო გ...
misha robaqidze
მიხეილ სააკაშვილის საქმე - სალომე ზურაბიშვილის კომენტარი
MULTIMEDIA GE
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - პოლიტიკური გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გიგა ბლკერიამ...
TV IMEDI