ანგელა მერკელი ჰამბურგში

09/23/2013
Tamara Karelidze-ის მიერ

გერმანიის ბუნდეტსტაგის არჩევნებში კანცლერმა ანგელა მერკელმა და მისმა „ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა\", ხმების 42%-ით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამის მიუხედავად, პარტია პარლამენტში უმრავლესობით არ იქნება წარმოდგენილი და კოალიციის შექმნა მოუწევს.
წინასაარჩევნო განწყობის მიხედვით, ეს შედეგი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. მერკელს, რომელსაც გერმანელები „mutti-ს\", ანუ, დედიკოს ეძახიან, მხარდამჭერები ბევრი ჰყავდა. განსაკუთრებით, მის მშობლიურ ჰამბურგში, რომელსაც კანცლერინი არჩევნებამდე სამი დღით ადრე ესტუმრა.
მხარდამჭერი პლაკატები, ტრადიციული გერმანული ლუდი და ბენდი, რომელიც ამომრჩეველთა განწყობის შექმნაზე ზრუნავდა - ასე იქმნიდნენ განწყობას ჰამბურგის თევზის ბაზრის დარბაზში შეკრებილი ამომრჩევლები.
გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მისი როლი ევროკავშირში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მომავალი გეგმები გამარჯვების შემთხვევაში, ეს მცირე ჩამონათვალია თემებისა, რომლებზეც მერკელმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ისაუბრა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ასე დაიწყო საუბარი კანცლერინმა, როდესაც დედების უფლებებზე გადავიდა.
ამომრჩეველმა დაახლოებით, ერთსაათიანი სიტყვა მერკელს რამდენჯერმე ტაშით გააწყვეტინა. შეხვედრის დასასრულს კანცლერინს ტრადიციული გერმანული კალათით, ხილიც მიართვეს, რომელიც მან სცენაზევე დააგემოვნა.
ანგელა მერკელი გერმანიის სათავეში 2005 წლიდან დგას. ის გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერია. გერმანელებმა ის, 2013 წლის 22 სექტემბერს, მესამე ვადით აირჩიეს.

@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/