დიდგორობა 2018

08/14/2018
Municipality of Marneuli-ის მიერ

12 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორობის სახალხო დღესასწაულში მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად მონაწილეობდა.

დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, მოადგილეებთან ერთად. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად.

სახალხო დღესასწაულს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებიც.

სახალხო დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ორ სამხედროს, უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა. შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები.
საგამოფენო სივრცე დაეთმო რეგიონის მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც დამთვალიერებლის წინაშე ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.

http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/200...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან