ქვემო ქართლში სახალხო დღესასწაული ,,დიდგორობა“ აღინიშნა.

12.08.2018 01:41

➡️12 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,დიდგორობა“ აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. ➡️ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, გუბერნატორის მოადგილეები კახა კობერიძე და ზაურ დარგალი. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი. ,,დიდგორობა“ ადგილობრივებთან ერთად აღნიშნეს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმაც. ➡️სახალხო დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. თავდაცვის მინისტრმა ორ სამხედროს, უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა. შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები. საგამოფენო სივრცე დაეთმო რეგიონის მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც დამთვალიერებლის წინაშე ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს. #ქვემოქართლისრეგიონი2018 #თეთრიწყარო2018 #დიდგორობა2018

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დიდგორობა 2018
01:31

დიდგორობა 2018

Municipality of Marneuli

რუსთავქალაქობა 2019
01:33

რუსთავქალაქობა 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

სახალხო დღესასწაული დმანისში
02:56

სახალხო დღესასწაული დმანისში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი გარისობის სახალხო დღესასწაულზე
05:21

შოთა რეხვიაშვილი გარისობის სახალხო დღესასწაულზე

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ,,ნოვრუზ-ბაირამი“ გარდაბანში აღნიშნა
03:18

საქართველოს პრეზიდენტმა ,,ნოვრუზ-ბაირამი“ გარდაბანში აღნიშნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებაზე
05:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებაზე

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
01:02

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„დიდგორობა 2019“ - ქვეყანა ისტორიულ თარიღს აღნიშნავს
04:23

„დიდგორობა 2019“ - ქვეყანა ისტორიულ თარიღს აღნიშნავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო