დიდგორობა 2018
12 აგვისტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორობის სახალხო დღესასწაულში მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად მონაწილეობდა. დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, მოადგილეებთან ერთად. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად. სახალხო დღესასწაულს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებიც. სახალხო დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ორ სამხედროს, უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა. შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები. საგამოფენო სივრცე დაეთმო რეგიონის მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც დამთვალიერებლის წინაშე ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს. http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/200...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
დიდგორობა 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდგორობა 2018 - ახალგაზრდების აქცია-მსვლელობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდგორობა 2018 - მილოცვა ქართველ ერს და ემიგრანტებს !
Emigrant TV
დიდგორობა 2018 - შალვა ნათელაშვილი ქუთაისში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდგორობა 2018 / DIDGOROBA 2018
Trek Mtb
,,დიდგორობა 2018_ დიდგორის ველზე
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ჩადუნელები - დიდგორობა 2018
ჩადუნელთა საგვარეულო კავშირი
დიდგორობა 2015
Vanilla Events