დიდგორობა 2018


სპეციალური უწყებრივი მედალი განსაკუთრებული სიმამაცისა და თავდადებისათვის - უფროს ლეიტენანტს, ალუდა ჩიქოვანს და კაპრალს, რევაზ ყოლბაიას დიდგორის ველზე დღეს დიდგორის ჯვარი გადასცეს.

საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ტრადიციულ ცერემონიაზე დააჯილდოვეს, რომელიც 2014 წლიდან ყოველ დიდგორობაზე იმართება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დილიდან ხალხმრავლობა იყო. მოქალაქეები სახალხო ზეიმს აღნიშნავდნენ.

დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებებს დღეს მთავრობის მეთაური და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან