რონ კარტერი თბილისშია. სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ცნობილი კონტრაბასისტი საქართველოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თიბისი ბანკის, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ეწვია.
ლეგენდარული კონტრაბასისტი რონ კარტერი და მისი ტრიო 30 აპრილს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში კონცერტს გამართავენ.
ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა. ამ ღონისძიებას მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება.
ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. წელს გალა-შოუს პარიზმა უმასპინძლა.
ღონისძიების მხარდამჭერია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თიბისი ბანკი, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოში აშშ-ის საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045