ჯაზის საერთაშორისო დღე - რონ კარტერის კონცერტი თბილისში

05/01/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

30 აპრილს, რუსთაველის თეატრში ლეგენდარული ჯაზ-შემსრულებელის, კონტრაბასისტის რონ კარტერის და მისი ტრიოს კონცერტი გაიმართა.
სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რონ კარტერი თბილისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ეწვია.
ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი რამდენიმე კომპოზიციით ჯგუფმა “The Quintessence“ გახსნა.
ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა. ამ ღონისძიებას მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება.
ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. წელს გალა-შოუს პარიზმა უმასპინძლა.
კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების მხარდამჭერია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოში აშშ-ის საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თიბისი ბანკი.


http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან