რონ კარტერის კონცერტი თბილისში
30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღისთვის ჩამოსული ამერიკელი ჯაზ-შემსრულებელი რონ კარტერი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობათა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი. 30 აპრილს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში ლეგენდარული ჯაზ-შემსრულებელი, კონტრაბასისტი რონ კარტერი და მისი ტრიო კონცერტს გამართავენ. სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რონ კარტერი თბილისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ეწვია. ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს რამდენიმე კომპოზიციით ჯგუფი “The Quintessence“ გახსნის. ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა. ამ ღონისძიებას მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება. ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. წელს გალა-შოუს პარიზმა უმასპინძლა. ღონისძიების მხარდამჭერია - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, საქართველოში აშშ-ის საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თიბისი ბანკი. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ჯაზის საერთაშორისო დღე - რონ კარტერის კონცერტი თბილისში
culturegovge culturegovge
ცნობილი ჯაზშემსრულებელი რონ კარტერი თბილისში კონცერტს გამართ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რონ კარტერი თბილისს ეწვია
culturegovge culturegovge
“The Quintessence“ 30 აპრილს ჯაზის დღისადმი მიძღვნილ კონცერტ...
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის შეხვედრა ჯგუფ “The Quintessence“ წევრებთან
culturegovge culturegovge
რონ კარტერის აღიარება - ჯაზური ხმაური გრძელდება…
Music Box
"ტრაექტორია" - 2015 წლის ჯაზ სერიები
Artareatv
რონ კლარკის ისტორია
კინოები ქართულად