საპროტესტო აქციები მოლდოვაში
საპროტესტო გამოსვლები არ წყდება მოლდოვაში. პოლიტიკური პარტია „შორი“ მხარდამჭერებთან ერთად მთავრობისგან მოსახლეობის მიერ ზამთრის განმავლობაში დაგროვილი დენისა და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრეზიდენტ მაია სანდუს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლება აქციების უკან რუსეთის კვალს და დესტაბილიზაციის მიზნებს ხედავს. ანალოგიური პოზიცია აქვს ვაშინგტონსა და ბრიუსელსაც. სწორედ რუსეთთან კავშირში სდებს ბრალს ოფიციალური კიშინიოვი გუშინდელი აქციების დროს დაკავებულთაგან შვიდ ადამიანს. თავის მხრივ დემონსტრანტები მთავრობას საპროტესტო მუხტის ჩახშობაში და აქციის მონაწილეთა მიმართ რეპრესიებში ადანაშაულებენ. ევროკავშირი გეგმავს, რომ მოლდოვაში სამოქალაქო ექსპერტების მისია გაგზავნოს, რომელიც მოლდოვის მთავრობას რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში დაეხმარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქციები მოლდოვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები მოლდოვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 16 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია მოლდოვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები
Mtisambebi / მთის ამბები
საპროტესტო აქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster