უფალი იესო ქრისტე ხუთშაბათს დღეს აცვეს ჯვარს თუ პარასკევს? რომელ საათზე აცვეს ჯვარს იესო 3ზე თუ 6ზე?

06/20/2021
levani petriashvili-ის მიერ

მარკოზის სახარება 15:42_43 მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, - მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.

მათეს სახარება 27:62_64 ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება.

როგორ აცვეს იესო პარასკევს როდესაც ხუთშაბათს იყო პასექის დღესასწაული და მისი შეპყრობა მოხდა ოთხშაბათს საღამოს, სანამ გათენდებოდა ხუთშაბათი დილა პასექის დღესასწაული, ჩვენ ვიცით რომ შეპყრობისთანავე ის აცვეს ძელზე, და ეს იყო პასექის დღესასწაული რომელიც იყო ხუთშაბათს და არა პარასკევს, ყვეალფერს რომ თავი დავანებოთ როგორ გამოდის 3 დღე სამარხში ყოფნა როდესაც 2 დღე უწევს თუ პარასკევს დამარხეს, მაშინ პარასკევი საღამო 1 ღამე და შაბათი საღამო 2 ღამე და მესამე დღის გამთენიისას კი არ უნდა აღმდგარიყო, არამედ 3 სრული დღე-ღამის შემდეგ, როგორც თავად თქვა სამი დღის შემდეგო, გადათვალე აბა, თუ პარასკევს აცვეს როგორც მარკოზი იძახის, მაშინ ორი დღე უწევს, 2 დღის შემდეგ მესამე დღის გამთენიისას და არა სამი დღის შემდეგ, ხომ ასეა? მაშინ იესო იტყოდა სამი დღის შემდეგ კი არა, არამედ მესამე დღის გამთენიისასო ხომ ასეა? ანუ გამოდის ორი დღის მერეო, რადგანაც თუ პარასკევს აცვეს მაშინ ორი დღე გამოდის და არა სამი, ასე არაა? ლუკაც მარკოზიც და მათეც ერთხმად იძახიან რომ გარდამოხსნის დღე იყო პარასკევი: ლუკას სახარება 23:54 პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი.

მარკოზი იძახის რომ 3 საათზე აცვეს ქრისტე ხოლო ლუკა იძახის რომ 6 საათი იქნებოდაო, ხოლო ის რომ იესო ჯვარზე 3 სააათზე არ გაუკრავთ ამას იოანეც მოწმობს, თუმცა ის იძახის რომ პასექის დღესასწაული პარასკევ დღეს იყოო: იოანეს სახარება 19:14-15 იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა. თუ პარასკევს აცვეს ჯვარს მაშინ 3 დღის შემდეგ კი არ აღდგა არამედ 2 დღის შემდეგ, რადგან 3 დღის შემდეგ ნიშნავს იმ დღის გასრულებას და არა დასაწყისს, ხოლო თუ ვიტყვით რომ მესამე დღის გამთენიისას აღდგა მაშინ სამი დღის მერე კი აღარფ გამოდის არამედ ორი დღის მერე, ასე არაა?

ვიდეოები „levani petriashvili"-ისგან