სპს 2 დასრულდა
#RICDOG -მა დღეს, 12 აპრილს, პროექტის „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო 2“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ღონისიძიებაზე პროექტის მონაწილეებმა პერფომანსის სახით გაიხსენეს გასული 7 თვიანი მუშაობის პროცესი. ასევე, სპეციალური ნომრებით იქნა წარმოდგენილი სპს თვეების მანძილზე მიღებული შედეგები. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ხოლო სპს დახურვა სპეციალურად დაწერილი სიმღერის ფონზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით. მიზნიდან გამომდინარე მონაწილეებმა იმუშავეს 3 თემაზე: ნარკომანია, ტრეფიკინგი და ოჯახური ძალადობა. შეიმუშავეს 2 რეზოლუცია აღნიშნულ საკითხებზე. გააკეთეს სამოქმედო გეგმა ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით, რომელიც 1 თვის განმავლობაში განახორციელეს. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსაწავლეები, სტუდენტები და 30 წელს ზემოთ მყოფი პირები. 3 ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ერთად მუშაობდნენ რეზოლუციებსა და სამოქმედო გეგმის შედგენა–განხორციელებაზე. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG) ახორციელებს პროექტს ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში. პროექტი 7 თვიანია და მისი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით. პროექტის სახელწოდებაა „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო - მოდელი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის.
RIC DOG-ის სხვა ვიდეოები
02:30
Georgian For Foreigners - Lesson 18
02:00
ინსტრუქცია ჯომარდობაზე - RICDOG თავგადასავლების კლ...
04:55
ლევან ბერძენიშვილის შეხვედრა RICDOG წევრებთან
04:11
პროექტი PCPP დასრულდა
01:35
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი – ვორკშოფი სამოქალაქო...
15:28
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი - პროექტი დასრულდა
02:20
Georgian For Foreigners - Lesson 20
03:07
სპს 2 დასრულდა
მსგავსი ვიდეოები
სპს 2 მონაწილეებით უკვე დაკომპლექტდა
RIC DOG
35 წელს ზემოთ მონაწილეების შერჩევა დაიწყო
RIC DOG
სპს 1 - "Windows on The World"
RIC DOG
საინფორმაციო ხასიათის კამპანია
RIC DOG
სპს კინოჩვენებისთვის ემზადება
RIC DOG
საინფორმაციო ხასიათის აქცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში
RIC DOG
პროექტის შეჯამება სპს
RIC DOG
სპს II სხდომა და დამტკიცებული II რეზოლუცია
RIC DOG