მიხეილ გიორგაძემ საქართველოში უძველესი მეღვინეობის კერა მოინახულა
04/28/2015
culturegovge culturegovge-ის
მიერ
27 აპრილს, ქვემო ქართლში, სოფელ იმირში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ წარმომადგენლებმა ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენები მოინახულეს.
2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა.“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების ლაბორატორიული შესწავლა, არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური კვლევა, ასევე ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლა-დახასიათება და სხვა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტევრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.
ძეგლის არქეოლოგიური შესწავლით დგინდება, რომ ამ პერიოდში იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნები, იწყებენ ცხოველების მოშინაურებას.
ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045