გრაკლიანის გორაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმი მოეწყობა
3 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი მოინახულეს. გრაკლიანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა ძეგლზე მისულ სტუმრებს წლების განმავლობაში აღმოჩენილ მასალები ადგილზე გააცნო. გრაკლიანის გორაზე, ღია ცის ქვეშ მუზეუმი შეიქმნება. ქვეყნის ერთ-ერთ ახლადაღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლზე და მის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები და ნიშნულები, რომელიც ადგილზე მისულ ტურისტებს გრაკლიანის უძველესი ისტორიის შესახებ მოუთხრობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, წელს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები და საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა. არქეოლოგიური ობიექტი 2007 წელს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. ადგილზე გამოვლენილია ძვ.წ.აღ. IV-I ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, სამარხები, თიხის ჭურჭელი, ასევე ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყოფაცხოვრებო და საბრძლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გრაკლიანის გორაზე ძვ.წ. V საუკუნის ნაგებობა აღმოაჩინეს
TV IMEDI
გრაკლიანის გორაზე უნიკალური არტეფაქტების შეგროვება გრძელდება
შუადღე GDS / shuadge GDS
მორიგი აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე
Music Box
უნიკალური აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნიკალური აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე
culturegovge culturegovge
უნიკალური აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე
culturegovge culturegovge
გრაკლიანის ნამოსახლარზე მორიგ სიძველეებს მიაგნეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster