ზუგდიდში ზურაბ ცხონდიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მწერლის ზურაბ ცხონდიას წიგნის ,"გრანელის სევდა და სხვა" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. მასში სხვადასხვა გამოცემები და ნაშრომებია თავმოყრილი. მწერლის ზვიად კვარაცხელიას თქმით, ნაწარმოებში დიდი ყურადღება ეთმობა ზუგდიდურ ქრონიკებს და ქალაქის სტუმრებს. "გამომცემლობა "ინტელექტმა" ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოსცა ეს წიგნი, სადაც თავი მოიყარა სხვადასხვა ნაშრომებმა. გარდა ძირითადი ნაწარმოებისა, ეს არის ზუგდიდური ქრონიკები, რომლებიც ეხება ქალაქის სტუმრებს, არაერთ პერსონაჟს. ასევე არის მისი განუხორციელებელი ოცნება, რაც ბოლოს ფრაგმენტებად დავურთეთ და გავაერთიანეთ ერთი სათაურის ქვეშ - "თეატრი ჩვენი მღელვარებისა". ზურაბ ცხონდიას აღელვებდა ყველა ის საკითხი რაც ჩვენს საზოგადოებას და ლიტერატურას ეხებოდა. ცდილობდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა როგორც საჯარო გამოსვლებით, ასევე წერილობითაც", - ამბობს ზურაბ კვარაცხელია. საღამოზე ზურაბ ცხონდიას მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. მწერლის შვილის თამუნა ცხონდიას თქმით, მისთვის ეს დღე ემოციური და სევდიანია. "ძალიან ემოციური დღეა. სევდით და ტკივილით სავსე. ამავდროულად მე ვარ ძალიან ბედნიერი. დარბაზი სავსეა და ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. მთავარ მადლობას, გავკადნიერდები და ვეტყვი მამას, რომელიც იყო ისეთი, როგორიც იყო. მე ჩემი მოვალეობა გარკვეულ წილად შევასრულე და ჩემი თავითაც კმაყოფილი ვარ", - აღნიშნა მან. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზურაბ ბიგვავა:"მეორე ტური არის ერთგვარი რეფერენდუმი კონსტიტუ...
Radio Atinati
ზუგდიდში "მეგრული ენის დღისადმი" მიძღვნილ შეხვედრაზე საუბარი...
Radio Atinati
ზუგდიდში სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ ფილიალი გაიხსნა) ®️
Radio Atinati
ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვის საავადმყოფოდან გაწერა ჯერ არ...
TV IMEDI
ცესკოს თავმჯდომარე ზუგდიდში..
odishitv
„ავტოტესტცენტრი“: ტექნიკური ინსპექტირება გაუქმება ან გადავად...
Radio Atinati
„ავტოტესტცენტრი“ - კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება ავტო...
Radio Atinati
მასობრივი ვაქცინაცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster