ზუგდიდში სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ ფილიალი გაიხსნა) ®️
ზუგდიდში, გამსახურდიას 18 ნომერში, სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ რიგით მეოთხე რეგიონალური ფილიალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას კომპანიის წარმომადგენლები, თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „პრაიმის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ზურაბ შავლაყაძის თქმით, კომპანია მომხმარებელს ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს და ხარისხიან მომსახურებასაც ჰპირდება. „ფოთის, მარნეულის, ბათუმის შემდეგ გადავწყვიტეთ, ზუგდიდში გაგვეხსნა ფილიალი, რადგან ვავითარებთ ფილიალებს. გვიხარია, რომ ადგილობრივებში მოყვა გამოხმაურება და მხარდაჭერა. მათ ხარისხიან მომსახურებას ვპირდებით“, - აღნიშნა შავლაყაძემ. რაც შეეხება კონკრეტულ მომსახურებებს, კომპანია ნებისმიერ მსურველს სხვადასხვა პაკეტს, მათ შორის, ავტოდაზღვევას, ქონების, მარაგების, ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევებისგან, მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობისა და სავალდებულო დაზღვევის ყველა სახეობას სთავაზობს. „აქ ზუგდიდელებს შეეძლებათ შეიძინონ სრული სადაზღვევო სერვისი და ნებისმიერი დასაზღვევო პროდუქტი. მათ ვთავაზობთ გაუმჯობესებულ, ახალ პროდუქტებს, შესაძლებელია ონლაინ-შესყიდვა და მომსახურება, რომელიც თანდათან იხვეწება. ამასთან, ვიმკვიდრებთ ჩვენს კონკრეტულ ადგილს, ჩვენს ნიშას ბაზარზე, რომელიც ფასების ლავირებაში, მომსახურების მაღალ დონეში, სერვის-ცენტრების სიმრავლესა და პროვაიდრების ფართო ქსელში გამოიხატება“, - გვითხრა კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ. ამ ეტაპზე „პრაიმის“ ადგილობრივი სერვის-ცენტრში 5 თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, უახლოესი თვეების განმავლობაში 20-ზე მეტი იქნება. კომპანია ფილიალების გახსნას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა იწყება
Radio Atinati
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი...
Maestro Television
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati
გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების...
Radio Atinati
კომბინატის სპორტკომპლექსის გადასარჩენად
მაუწყებელი • Mautskebeli
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს
Radio Atinati