თხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა


წელს თხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თხილი სულ რამოდენიმე დღის წინ 4 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი უკვე 12 ლარია. მაღალი ფასის მიუხედავად, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესყიდვის მსურველთა შორის, როგორც ადგილობრივი ბიზნესმენები, ისე თურქები არიან.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, ამ პერიოდში, თხილის ფასი ასეთი მაღალი ჯერ არ ყოფილა. ამ ფაქტმა მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია და მის შეძენას ვეღარ ახერხებენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1wdihdB

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან