ახალი კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკა
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია და ათს არ აღემატება. დღეს შემთხვევათა საერთო სტატისტიკა მხოლოდ ორით გაიზარდა. ერთ დღე-ღამეში, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 16 აპრილს იყო, რაოდენობამ 42 შეადგინა. მას შემდეგ კი ინფიცირებულთა რაოდენობა ეტაპობრივად იკლებს, პარალელურად იზრდება გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი. ბოლო 24 საათში კოვიდ-19, 13 ადამიანმა დაამარცხა, ჯამში კი ინფექციისგან 522 პირი განიკურნა. ყოველდღიურად იმატებს ქვეყანაში „პისიარ“ ანუ ოქროს სტანდარტით ჩატარებული კვლევების რაოდენობა. ახალ კორონავირუსზე ყველაზე სანდო, ლაბორატორიული მეთოდით 48 ათას 500-ზე მეტი კვლევა ჩატარდა სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, შედარებით რთულია მდგომარეობა ქვემო ქართლში. თუმცა დადებითი დინამიკა აქაც აღინიშნება. ბოლნისში, კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა. რეგიონში უკვე მესამე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შემთხვევითობის პრინციპით, ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობას სწრაფი ტესტირება უტარდება. სულ ბოლნისში ხუთ დღეში ამ პრინციპით 150 ადამიანი უნდა შემოწმდეს. ამასთან, ჩაკეტილი რჩება ორი სოფელი - გეტა და მუშევანი. კვლავ წითელი ზონაა თეთრიწყარო, თუმცა ვითარება აქაც გაუმჯობესებულია. უკვე მესამე დღეა მუნიციპალიტეტში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კოვიდ-19-ის 55 ფაქტია დადასტურებული, აქედან 21 უკვე განიკურნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის შემთხვევათა მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის არეალი და მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის გაუარესებული სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster