COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში
მსოფლიოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ-19-ის 11 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 537 487 ადამიანი. ვირუსის გავრცელების, ასევე ლეტალური შემთხვევების კუთხით, ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 44 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამერიკას მოსდევს ბრაზილია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ-ნახევარს აჭარბებს, დაღუპულია 65 000-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, შემთხვევათა რაოდენობის მატების გამო, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთისა და სერბეთის საზღვარი იკეტება. სერბეთში ბოლო 24 საათში, კოვრონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც, ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში კვლავ კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება ისრაელშიც, რის გამოც, მთავრობა ქვეყანაში ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც შეიზღუდება ადამიანთა რაოდენობა რესტორნებსა და სინაგოგებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გაიზრდება ჯარიმები ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის, დაიხურება საკონცერტო დარბაზები, კულტურული დაწესებულებები, სპორტდარბაზები, აუზები, ბარები და ღამის კლუბები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19-ის გავლენა სიღარიბის მაჩვენებელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19 - ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19-ის მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster