რუსეთის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერის შეხვედრა
კრემლში რუსეთის პრეზიდენტის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ნაფტალი ბენეტს შორის შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. მხარეებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ნაფტალი ბენეტმა უკრაინაში ებრაული საზოგადოებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, განიხილა ვენაში ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. როგორც ისრაელის მედია წერს, ნაფტალი ბენეტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან კოორდინაციით და კიევის ინფორმირებით გაიმართა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერი ბერლინში მიემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერთან. ასევე, ისრაელის მედია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ნაფტალი ბენეტმა სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენკისთანაც გამართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შედგება თუ არა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სირიამ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო სიახლეები №1 (ბლოგი)
Ermile Nemsadze
ალექსეი არესტოვიჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის დაწყებიდან 8 თვე გავიდა - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ისრაელის პარლამენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
40 საინტერესო ფაქტი ცნობილ ადამიანებზე (ნაწილი III)
ისტორია - საინტერესო ფაქტები