საკრებულოს თავმჯდომარე გარემოვაჭრეებს: ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი მართვადია

02/03/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები პოლიციის სამმართველოსთან საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ.
მამუკა წოწერიამ მათ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ არსებობს ალტერნატიული ფართები, მათ შორის, ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოყვა.

„მე უკვე ლოგიკური ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი არის მართვადი და გარკვეული ინტერესების გამტარებელი. ვაჭრობა იქნება მხოლოდ იქ, სადაც ეს ორგანიზებულია“, - უთხრა მოვაჭრეებს წოწერიამ.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ შეთავაზებული ფართები საკმარისი არ არის და მათ გადასახადის გადახდის საშუალება არ აქვთ.

ერთ-ერთი მათგანი ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ლაშა ჯაიანს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ჯაიანმა მას უთხრა, რომ თვეების განმავლობაში ბაზრის შიგნით საუკეთესო ადგილზე მუშაობდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook:   / rado.atinati  
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან