სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ქართულ მხარეს შეხვედრის დაწყებისას დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი განაცხადეს, რომ შეხვედრას დატოვებდნენ.
როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე უთხრა, ქართულმა მხარემ მათ ადეკვატური პასუხი გასცა, რომ ეს საკითხი ქართული მხარისთვის არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.
რაც შეეხება „ ოთხოზორია ტატუნაშვილის სიას“, ანთაძის თქმით, მეორე მხარემ ეს საკითხი პოლიტიკური სიმულაციებისთვის გამოიყენა. ამ დროისთვის უცნობია გაიმართება თუ არა, ან როდის გაიმართება მორიგი შერეული შეხვედრა გალში.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/