ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება

11.09.2016 02:34

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით იწყება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია. 10 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ნოქალაქევს ეწვივნენ და მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს. ნიკოლოზ ანთიძემ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია და სხვა მოწვეული სტუმრები. ნოქალაქევის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია მილიონ სამასი ათასი ლარი. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს", ,,არქეოპოლისს" წარმოადგენდა. ეგრისის მეფეთა რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი - ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე - გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული - შიდა ციხე. სამნაწილიანი ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა" გუმბათიანი ტაძრი (VI ს.). http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
00:38

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
03:50

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
02:20

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება

culturegovge culturegovge

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება
01:32

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდე...

Maestro Television

,,ეგრისობის’’ სტუმრები ნოქალაქევის მუზეუმში
03:27

,,ეგრისობის’’ სტუმრები ნოქალაქევის მუზეუმში

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

მდინარე ტეხურის ხეობა ნოქალაქევში | RIVER TEKHURI RAVINE IN NOKALAKEVI (4K)
03:33

მდინარე ტეხურის ხეობა ნოქალაქევში | RIVER TEKHURI RAVINE IN...

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ვიზიტი სენაკში
01:16

ვიზიტი სენაკში

culturegovge culturegovge

,,ეგრისობა 2018'' | ,,ეგრისობის’’ დღესასწაული ნოქალაქევში
01:51:42

,,ეგრისობა 2018'' | ,,ეგრისობის’’ დღესასწაული ნოქალაქევში

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ყველა ვიდეო