ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით იწყება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია. ნოქალაქევის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია მილიონ სამასი ათასი ლარი. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს", ,,არქეოპოლისს" წარმოადგენდა. ეგრისის მეფეთა რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი - ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე - გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული - შიდა ციხე. სამნაწილიანი ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა" გუმბათიანი ტაძრი (VI ს.). დღეისათვის ფუნქციონირებს არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილიანოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები (ძვ. წ. II ათასწ. - XIX ს.). ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ ისტორიული ეგრისის (დასავლეთ საქართველო IV-VIII სს.) სამეფო დედაქალაქის ,,ციხეგოჯი" ,,არქეოპოლისის" განვითარების, 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა. დოკუმენტაციაში წარმოდგენილი კომპონენტების შესრულება შესაძლებლობას იძლევა,მომზადდეს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი შესაბამისი ნომინაცია. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება
culturegovge culturegovge
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდე...
Maestro Television
,,ეგრისობის’’ სტუმრები ნოქალაქევის მუზეუმში
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
მდინარე ტეხურის ხეობა ნოქალაქევში | RIVER TEKHURI RAVINE IN...
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
ვიზიტი სენაკში
culturegovge culturegovge
,,ეგრისობა 2018'' | ,,ეგრისობის’’ დღესასწაული ნოქალაქევში
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია