საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით იწყება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია.
10 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ნოქალაქევს ეწვივნენ და მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს. ნიკოლოზ ანთიძემ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია და სხვა მოწვეული სტუმრები.
ნოქალაქევის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია მილიონ სამასი ათასი ლარი. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა.
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს\", ,,არქეოპოლისს\" წარმოადგენდა.
ეგრისის მეფეთა რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი - ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე - გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული - შიდა ციხე. სამნაწილიანი ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით.
სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა\" გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).
http://culture.gov.ge/