სკრინინგ ცენტრის გახსნიდან სხვადასხვა პროგრამით 7000-ზე მეტმა ადგილობრივმა ისარგებლა
11/26/2021
Radio Atinati-ის
მიერ
2021 წლის 25 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ ორწლიანი შედეგები შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები წარუდგინა. ღონისძიებაზე ცენტრის სამედიცინო პერსონალმა დეტალურად მიმოიხილა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგისა და პროსტატის კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ეფექტიანობა და შედეგები. აღნიშნულის შემდეგ, ქალაქ ზუგდიდის მერიის წარმომადგენელმა, ნინო სულუხიამ ისაუბრა კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში“.
რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm
რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm