უკრაინის მხარდასაჭერად
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და ევრომაიდანზე შეკრებილ პროტესტანტთა მხარდასაჭერად, თბილისში, პარლამენტთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. მასში უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აქციაზე თბილისის დინამოს ფან-კლუბ "გლადიატორების" წარმომადგენლებიც მოვიდნენ. როგორც ცნობილია, სოლიდარობის ნიშნად კიევის ცენტრში, ფეხბურთის სხვადასხვა კლუბების გულშემატკივრები შეიკრიბნენ. თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები შემოდგომიდან, პერმანენტულად იმართებოდა. შეკრებები კიევში ვითარების დაძაბვის შემდეგ განახლდა. პარლამენტის შენობის გარდა, მხარდამჭერები შეკრებას უკრაინის საელჩოსთანაც გეგმავენ. ბოლო მონაცემებით კიევის ცენტრში მიმდინარე დაპირისპირებისას ხუთი მოქალაქე დაიღუპა. მათგან ოთხს ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
უკრაინის მხარდასაჭერად
TV IMEDI
უკრაინის მხარდასაჭერად
Euronews Georgia
უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში მორიგი აქცია გაიმართა
TV 25
დროას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გაიმართა
samkhretis karibche
უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული აქცია ასევე ხორციელდება...
Rioni.TV
საქველმოქმედო გამოფენა - ნანატრი მშვიდობისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის მხარდასაჭერად - "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართ...
Euronews Georgia