უკრაინის მხარდასაჭერად

01/23/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და ევრომაიდანზე შეკრებილ პროტესტანტთა მხარდასაჭერად, თბილისში, პარლამენტთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. მასში უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
აქციაზე თბილისის დინამოს ფან-კლუბ \"გლადიატორების\" წარმომადგენლებიც მოვიდნენ. როგორც ცნობილია, სოლიდარობის ნიშნად კიევის ცენტრში, ფეხბურთის სხვადასხვა კლუბების გულშემატკივრები შეიკრიბნენ.
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები შემოდგომიდან, პერმანენტულად იმართებოდა. შეკრებები კიევში ვითარების დაძაბვის შემდეგ განახლდა. პარლამენტის შენობის გარდა, მხარდამჭერები შეკრებას უკრაინის საელჩოსთანაც გეგმავენ.
ბოლო მონაცემებით კიევის ცენტრში მიმდინარე დაპირისპირებისას ხუთი მოქალაქე დაიღუპა. მათგან ოთხს ტყვია გულში აქვს მოხვედრილი.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/