სანდრა რულოვსი ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა
ზუგდიდში, დემოკრატიული განვითარების ცენტრის ქსელის ოფისში მერობის კანდიდატი სანდრა რულოვის ახალგაზრდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მან ახალგზაზრდული მიმართულებით დამსწრეებს საკუთარი ხედვები გააცნო და მათ კითხვებსაც უპასუხა. „მათი არჩევანი იქნება უფრო ინფორმირებული. ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რომელიც ძალიან ნათლად ჩანს, ეს არის ემიგრაცია და მიგრაცია, განათლების საშუალება შეზღუდულია, ისევე, როგორც გართობის საშუალება, ტრანსპორტირება საღამოს საათებში, კომუნალური პრობლემები და ასე შემდეგ. ასევე ვისაუბრეთ იდეებზე, როგორც შეიძლება ახალგაზრდები ჩავრთოთ მერიის საქმიანობაში, გაცვლით პროგრამებში, სტაჟირებაზე და ასე შემდეგ. ასევე, ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე, სექსუალური უმცირესობების, შშმ პირების უფლებებზე განათლების, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ რულოვსმა. მას კითხვები სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაუსვეს. მათ თქვეს, რომ მერობის სხვა კანდიდატებთან შეხვედრებსაც დაესწრებიან. „ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, მნიშვნელოვანი იყო განათლებაზე მისგან წამოსული ინფორმაცია. აუცილებელია, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტები და პროგრამები მორგებული იყოს ჩვენს საჭიროებებზეც“, - თქვა როენა მებონიამ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისი ორგანიზებით მერობის კანდიდატებთან შეხვედრა დღეს სანდრა რულოვსთან კითხვა-პასუხით დაიწყო. ოფისის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას თქმით, ღონისძიებების მიანია კონსტრუქციული დიალოგის წარმოება. „ჩვენი ცენტრი არის პოლიტიკურად ნეიტრალური პლატფორმა და აქტიურდება არჩევნებისას. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას პოლიტიკურ პარტიებთან, საარჩევნო სუბიექტებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან. გამოვკითხეთ 50 ადამიანი და მათი ინტერესებიდან გამომდინარე დავსვით სწორედ კითხვები“, - აღნიშნა მინჯორაიამ. ამავე ტიპის შემდეგ შეხვედრაზე ცენტრი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას უმასპინძლებს რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გამომსვლელი:მიაწვიდეთ ხმა ყველას, არ გვინდა გადამთიელი, მხარ...
Radio Atinati
0
სანდრა რულოვსი მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა
Radio Atinati
შუალედური არჩევნები ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანდრა რულოვსი
Radio Atinati
სანდრა რულოვსი მგონი, აქციის მონაწილეები მოთხოვნებს დაამატ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანდრა რულოვსი: არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ
Radio Atinati
სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას, სავარაუდოდ, არ მიიღ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster