სანდრა რულოვსი მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა
სანდრა რულოვსი ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა. მისი თქმით, მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს. „იმედი მაქვს, ზუგდიდელი მხარდამჭერების, მეც ზუგდიდელი გავხდი. მხარს თუ დამიჭერენ 19 მაისს, აქედან დავიწყებთ საქართველოს გამარჯვებას. მე მათ ვთავაზობ უკეთეს ზუგდიდში ცხოვრებას, ბიუჯეტის უკეთესად გადანაწილებას. რა თქმა უნდა, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ვგრძნობ, რომ უმეტესობა მხარს მიჭერს. ბევრად მეტს გავაკეთებ, ვიდრე ერთი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი“, - აღნიშნა რულოვსმა. კითხვაზე, მართავს თუ არა დახურულ შეხვედრებს კონკრეტულ ოჯახებში, რულოვსმა უპასუხა, რომ რამდენიმე ოჯახში მართლაც მიდის, თუმცა მოსახლოებას ყოველდღიურად სოფლებსა და სხვადასხვა უბანში ხვდება. რულოვსი ასევე გეგმავს ღია შეხვედრებს, სადაც ადგილობრივებს საკუთარ პროგრამას გააცნობს. წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას კი რულოვსმა თქვა, რომ "მგლის არ უნდა გეშინოდეს, როცა ტყეში შედიხარ". ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მოქალაქე: სანდრა რულოვსს მხედრიონის ხარჯზე უნდა ხმების მოკრე...
Radio Atinati
შუალედური არჩევნები ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანდრა რულოვსი: არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ
Radio Atinati
სანდრა რულოვსი ზუგდიდში მოვაჭრეებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანდრა რულოვსი: ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ
Radio Atinati
სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს
Radio Atinati
სანდრა რულოვსი: ვითხოვთ ჩხეტიას გათავისუფლებას ყოველგვარი სა...
Radio Atinati