შუალედური არჩევნები ზუგდიდში

16.04.2019 01:09

ზუგდიდის N 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მერობის კანდიდატად დღეს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი, სანდრა რულოვსი დარეგისტრირდა.  რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მას ერთ-ერთი ზუგდიდელი ქალბატონი დაუპირისპირდა, - მისი თქმით, ზვიად გამსახურდიაზე რულოვსის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო. დღევანდელი მდგომარეობით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად 9 პირია  დარეგისტრირებული, - მათ შორის, 6 სხვადასხვა პარტიიდან, 3 კი, საინიციტიავო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი. მმართველ პარტიას კანდიდატი ჯერ არ დურეგისტრირებია. რეგისტრაციის  ვადა 19 აპრილამდეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: