უნგრეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვის სფეროში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. უნგრელ კოლეგას დღესვე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართველი და უნგრელი სამხედროების მიერ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ წვლილსა და ერთობლივ მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უნგრეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თინათინ ხიდაშელი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ელჩ...
Irakli Garibashvili
შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან
Irakli Garibashvili
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში...
Zaza Tsotniashvili