იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის დახმარებით, 2011 წელს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე 3364 დოკუმენტი გაიცა, ხოლო ელექტრონული ფორმით 6000--მდე განაცხადი იქნა მიღებული.
აღნიშნული სამსახურის გასული წლის ანგარიში და 2012 წლის გეგმები ჟურნალისტებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა გააცნო.
მისი თქმით, გასულ წელს დისტანციური მომსახურების სამსახური 160 724 მოქალაქეს მოემსახურა და მათ ეტაპობრივად 13 ახალი ონლაინ სერვისი შესთავაზა. საზღვარგარეთ და ეხლა უკვე საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში გააკეთონ განაცხადი პასპორტისა და სხვა დოკუმენტების მიღებაზე. ქვეყნებს შორის საათობრივი სხვაობის გამო, მოქალაქეთა ინტერესების გათავლისწინებით, დისტანციური მომსახურების სამსახური 24 საათიან რეჟიმში უქმე და სადღესასწულო დღეებშიც მუშაობს.
თუ ადამიანი საზღვარგარეთ იმყოფება და სურს მიიღოს პასპორტი, დაბადების, ქორწინების, სახელის, გვარის შეცვლის, შვილად აყვანის, გარდაცვალების მოწმობები, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა, სურს გააკეთოს განაცხადი საკონსულო აღრიცხვაზე ან მოქალაქეობის მინიჭიბაზე, შეუძლია რეესტრს დაუკავშირდეს ნომერზე +995 32 240 10 10.
აღნიშნულ სამსახურის დახმარებით, 2012 წლის განმავლობაში მოქალაქეები დისტანციურად კიდევ რამდენიმე სერვისს მიიღებენ. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ვებგვერდით: www.passport.gov.ge http://intpass.cra.ge/ მომსახურებასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად მუშაობს skype: passport.gov.ge და email: [email protected].
ამავე სამსახურს შეუძლიათ მიმართონ უცხოეთში მყოფმა პირებმა, რომლებსაც გაყალბებული აქვთ პირადი მონაცემები. ისინი 2012 წლის 31 დეკემბრამდე ამნისტიით ისარგებლებენ და დოკუმენტებს საფასურის გადახდის გარეშე გაასწორებენ.