დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სენაკში
09/22/2015
დღეს სენაკს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეწვია. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა დგებუაძესთან, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მან ჭყონდიდელის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეაბილიტაციის დასრულების შედეგად აფხაზეთიდან დევნილთა 35 ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება მენჯისა და ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებების საცხოვრებელ კორპუსებში.
/ senakisgamgeoba
https://plus.google.com/u/0/110380087...
/ senakis.gamgeoba
http://www.senaki.ge/
/ senakisgamgeoba
https://plus.google.com/u/0/110380087...
/ senakis.gamgeoba
http://www.senaki.ge/