დღემდე შემორჩენილი შუა საუკუნეების ხიდი თბილისში და ბოტანიკურის ველობილიკი - ველობლოგი
თბილისის ერთ-ერთი ძირძველი გასასვლელიდან - სოლოლაკიდან, თბილისი-კოჯორის გზაზე უამრავი ადამიანია ნამყოფი. მათ დიდ ნაწლს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ გზასთან ახლოს, მდინარე წავკისისწყალის ხეობას, შუა საუკუნეებში აგებული ხიდის დღემდე კარგად შემორჩენილი თაღი ამშვენებს. წარსულში ხიდი თბილისის გალავნის განჯის კარიდან კოჯრისკენ მიმავალ გზაზე იდგა. ეს ხიდი 52-ე ნომრად აქვს აღნიშნული ვახუშტი ბატონიშვილს 1735 წლის თბილისის გეგმაზე. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ხიდს "ოქოანთ ხიდის" სახელით მოიხსენიებს. ოქოანთ ხიდი ამ დროისთვის შემორჩენილთაგან ერთადერთი ყველაზე ძველი ხიდია თბილისის შემოგარენში, თუ არ ჩავთვლით მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზასა და რესტორან კოლხეთს შორის ჩამომავალ ხევში არსებულ ხიდს, რომელიც მთლიანი იყო 2-3 ათეული წლის წინ. დღეს, ძველი გზა და ამ გზაზე აგებული ქართული აგურის ძველი ხიდი სამშენებლო ნაგვის მთებითაა დაფარული და რთული სათქმელია ნაგვის მთების ქვეშ ხიდი კიდევ არსებობს, თუ აღარ... ხეობაში ველოსიპედით მოსახვედრად, თავისუფლების მოედნიდან ამაღლების ქუჩისკენ უნდა აუყვეთ სოლოლაკის აღმართებს. დაადგეთ თბილისი-კოჯორის გზას, რომლის ნაწილსაც სოლოლაკიდან ოქროყანამდე მარო მაყაშვილის აღმართი დაერქვა და მიახლოვებით 41.683784, 44.785871 წერტილთან მარცხნივ უნდა ჩაუხვიოთ. ჩასახვევამდე ძირითადად მსუბუქი აღმართებია, თუმცა მძიმედ გასავლელია ხელოვნური გვირაბი; სასურველია გვირაბში შესვლამდე, იქვე მდგომ ავტობუსის მოსაცდელთან შეისვენოთ რამდენიმე წუთით. ხეობაში რამდენიმე ჩანჩქერია, რელიეფს საკმაოდ დიდი ვარდნა აქვს მოკლე მანძილზე და ამიტომაც ველობილიკები აღმართიანია. ახალბედა ველომოყვარულისთვის ცოტა რთულია, თუმცა დინებას აღმა თუ აუყვებით, ნამდვილად არ ინანებთ. ოქოანთ ხიდიდან ბოტანიკურ ბაღამდე მიმდინარეობს სამუშაოები. გზა დროებით დაკეტილია. როცა სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, გზა გაიხსნება და არანაკლებ ლამაზი მონაკვეთები გელოდებათ. მუსიკა: 1. A Gentle Invitation - Dawn, Dawn, Dawn (Epidemic Sound library ➜ https://www.epidemicsound.com/referra... ); 2. Mick Iredale - Early morning rain (Gorden Lightfoot cover) ➜ • early morning rain © ველობლოგი My favorites list at Amazon ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/ Instagram ➜ https://www.instagram.com/veloblogi/ telegram ➜ https://t.me/veloblogi facebook ➜ https://www.facebook.com/mobilisinmob... #ველობლოგი #cycling
Cyclist Vlog-ის სხვა ვიდეოები
03:04
თბილისური ჩანახატები Vol 1 - ველობლოგი
00:30
საგზაო ამბები 28.03.2021- ველობლოგი
12:59
მამკოდა - თბილისის ეროვნული პარკი | კავკასიის ველო...
07:06
ველომოგზაურობა ქოროღლის ციხეზე - ველობლოგი
06:28
როგორ დავიცვათ ველოსიპედი ქურდობისგან - ველობლოგი
00:49
"კრიტიკული მასა თბილისი"-ს ყველაზე მცირეწლოვანი მო...
08:28
როგორ ავიცილოთ მუხლის დაზიანება - ველობლოგი
მსგავსი ვიდეოები
4K SUBTITLES! ტილ ულენშპიგელის ქალაქი
Vasil Gabunia's Channel - Exploring Together
შემოქმედის მონასტერი / Shemokmedi Monastery
Lasha Mtvaradze
შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
გოგნის წმ. გიორგის ტაძარი / Gogni St. George's Church
Lasha Mtvaradze
'შუამთობა'- დღემდე შემორჩენილი ტრადიცია
აჭარის არ უმაღლესი საბჭო
საშობაო ალილო კახეთში
TV IMEDI
#ახალიკვირა დიოკლეტიანეს სამშობლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ ჭაბუკიანის 110 წლის იუბილე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster