შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი — შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით.
მონასტერი ორი ტაძრისაგან და მეთექვსმეტე საუკუნეში აშენებული სამრეკლოსაგან შედგება. მარჯვენა ტაძარი XII საუკუნის ,,ღვთაებაა“, მარცხენა _ XVI საუკუნის ,,ზარზმა“, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო 1572 წელს, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება. ორივე ტაძარი ერთმანეთზეა მიშენებული.
შემოქმედის მონასტერს მდიდარი და მრავალფეროვანი წიგნსაცავები ჰქონდა. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: “გულანი” ანუ ლოცვანი და “ფუტკარი” ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.
შემოქმედის ჯვარ-ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები მრავლად იყო ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადატანილ ქართულ საგანძურში.
1990 წლამდე აქ იყო დუმბაძეების სახლ-კარი, სადაც ცხოვრობდა ცნობილი პიროვნება დიმიტრი დუმბაძე. ამ ადგილს ხშირად ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი სტუმრობდნენ.
მონასტერი 1990 წლიდან იკურთხა დედათა მონასტრად. აქ იყო იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს ხატი, გაბრიელ ტუსკიას მიერ მოჭედილი. ხატი მამა ნიკოლოზმა აუქციონზე შეისყიდა და განადგურებას გადაარჩინა. ხატი დედათა მონასტერში ინახებოდა, ხოლო შემდეგ, როცა უდაბნოს მონასტერი აშენდა, მამამ ის უდაბნოს მონასტერს დაუბრუნა.
დედათა მონასტერს მფარველობს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მისი მობრძანების ისტორია ასეთია, ერთ ჩვეულებრივ კაცს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, დამხატე და შემოქმედის დედათა მონასტერში დამასვენეო. კაცმა დახატა ღვთისმშობლის ხატი და შემოქმედის ეკლესიაში დაასვენა. მოგვიანებით, როცა ხატს ყვავილები დაადეს, მას სისხლი წარმოდინდა. ამჟამად ხატი მონასტერში ასვენია. მონასტრის რვა წმინდანი ტაძრის კედელზე ლაშა კინწურაშვილმა მოხატა.
მდინარე ბჟუჟის მარჯვენა ნაპირზე, ეკლესიის ქვემოთ, გორაკის ძირში არსებობდა გამოქვაბული, სადაც ადრე დაყუდებული ბერები ცხოვრობდნენ. გამოქვაბული შედგება ორი მთავარი განყოფილებისაგან - ორი ოთახისაგან, პირველი ოთახი უფრო პატარაა ვიდრე მეორე. გამოქვაბულის შესასვლელი ჩრდილოეთისკენაა. მოყვანილობა ნახევრად ოვალისებური აქვს. დღეს გამოქვაბული მიტოვებულია.
შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთავრების, გურიელების სამარხ-საცავი. ის XII საუკუნეს განეკუთვნება. XVI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სამცხე-საათაბაგოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები.
მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულში შემოქმედში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე, რომელმაც 1687 წელს იმოგზაურა ევროპაში და შეხვდა რომის პაპ ინოკენტი XI-ს. მონასტრის მთავარი ტაძარი აგებული იყო მთის მწვერვალზე, ხოლო კალტებზე აგებული იყო ბერების სენაკები. ამ სენაკების ქვემოთ ცნობილ მგალობელ გიორგი დუმბაძეს ჰქონდა აშენებული საკუთარი და მისი თანამოსაგრეების სენაკები. მეორე მხარეს იყო დედათა სენაკები. 1820 წელს იმერეთის აჯანყების ჩახშობისას გენერალმა ველიამინოვმა ააფეთქა შემოქმედის ციხე და მის კედლებში მოქცეული სამონასტრო ნაგებობანი. 1846 წელს შემოქმედის მონასტერი წინამძღვრის გარეშე იყო.
1894-95 წლებში შემოქმედში მოგზაუროდბენ ოლივერ და მარჯორი უორდროპები. მარჯორი უორდროპი ისე მოიხიბლა მონასტრის სილამაზით, რომ ანდერძი დატოვა, მონასტრის გალავანში დამმარხეთო. XIX საუკუნეში მონასტერი რამდენიმეჯერ გაიძარცვა. გარდა ამისა, თვით ტაძარი ძალიან დაზიანდა. დარაჯების საქციელის გამო განადგურდა ფრესკები. ისინი დასავლეთ მინაშენში შუაგულ ოთახში ანთებდნენ ცეცხლს გასათბობად. ჭვარტლმა ფრესკები ისე გამურა, რომ რაიმეს გარჩევა ჭირდა. ამას ემატებოდა წვიმის წყალი. წვიმა ყველგან ატანდა, მხატვრობა სულ ჩამოირეცხა, ნივთები დაინესტა. მოგვიანებით ვინმე ნიკო გალოგრემ 200 მანეთი შესწირა მონასტრის შეკეთებას.
#Church
#Monastery
#Shemokmedi
#Ozurgeti
#Guria
#Georgia