სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას “ქართული ოცნების“ კანდიდატები წარუდგინეს

09/25/2016
Radio Atinati-ის მიერ

\"ქართული ოცნების\" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ზვიად ძიძიგურმა სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინეს.

ძიძიგურმა ადგილობრივ მოსახლეობას \"ქართული ოცნების\" კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ორი წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან საკუთარი მუნიციპალირტეტის სასარგებლოდ 200 მილიონი ლარი წაიღო.

\"ეს არის კაცი, რომელსაც თავისი კუთხე სიგიჟემდე უყვარს, კაცი, რომელმაც 200 მილიონი წამოიღო და ზუგდიდში დახარჯა. წამოიღო მეგობრობით, ნაცნობობით, თუ გნებავთ მეგრული მოხერხებულობით...არის აბსოლუტური ჩემპიონი მთელი საქართველოს მასშტაბით\", - ასე დაახასიათა ძიძიგურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია.

თავის მხრივ, ყოფილმა გამგებელმა ჯიხაშკარელებს უთხრა, რომ ის მათ არასდროს მოატყუებს და მათ გვერდით აპირებს დგომას.

\"ვიქნებ დეპუტატი, რომელიც თითოეული თქვენთაგანის ოჯახის წევრი გახდება. ზედმეტს არ დაგპირდებით, გატყუებენ ისინი ვინც გპირდებიან. მე თქვენი წყალობით გავხდი გამგებელი და ვიმსახურე კეთილსინდისიერად, ასე ვაპირებ გავაგრძელო. ერთს გეტყვით: ის თუ რძალია, მე თქვენი შვილი ვარ\", - მიმართა თოლორაიამ ადგილობრივებს.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო და საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან