სემინარი ევროკავშირის ორგანიზებით

25.07.2023 02:02

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო“ - თემაზე სემინარი ევროკავშირის ორგანიზებით, სახალხო დამცველის აპარატისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ორი დღის განმავლობაში სუს-ის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორებმა, კონტრტერორისტული ცენტრისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებმა, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე, ტერორიზმსა და მასთან ბრძოლაზე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატის, მისი ფუნქციონირებისა და განხორციელებული სამუშაოს შესახებ. გაიმართა დისკუსიაც. სუს-ის სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: