მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - ტექნოპარკი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ერთობლივი ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ინტერდისციპლინური ბიზნესისგანვითარების სემინარი TeamLab Georgia მიმდინარეობს.
TeamLAB GEORGIA, ფორუმ „შემოქმედებითი საქართველოს” ფარგლებში იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 50 სტუდენტი მონაწილეობს.
TeamLAB GEORGIA - ერთდღიანი სემინარია, სადაც გუნდები იდეის გარშემო ერთიანდებიან. სემინარის ფარგლებში ხდება ჯგუფებში იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება, განხილვა და შეფასება მენტორების დახმარებით. სემინარის მიზანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობა და შემოქმედებითი პროდუქტის/პროექტის შექმნა.
რეგისტრაციის ვადა TeamLab Georgia-ს სემინარზე დასწრების მსურველებისთვის 25 ნოემბერს დასრულდა; რეგისტრაცია და სემინარში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებს ინოვაციები, ახალი სამეწარმეო იდეები და ტექნოლოგიები.
TeamLab Georgia სემინარის ფარგლებში სხვადასხვა პროფილის სტუდენტები ეერთიანდებიან მათ მიერ არჩეული იდეის მიხედვით ჩამოყალიბებულ გუნდებში. სხვადასხვა პროფილის მენტორები სტუდენტებს ბიზნეს-გეგმის, საქმიანი წინადადებებისა და პრიორიტეტების დასახვაში ეხმარებიან. ექსპერტების სპეციალური ჯგუფი სემინარის ბოლოს გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.
გამარჯვებული გუნდი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისგან \"კულტურა და კრეატიულობა\" საჩუქრად მიიღებს მოგზაურობას ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
http://culture.gov.ge/