გოგრის გუფთა | შეფი ლევან კობიაშვილი
დავუშვათ, გინდა გუფთა, მაგრამ სახლში ხორცი არ გაქვს. ერთადერთი პროდუქტი, რაც მოიძიე, გოგრაა. თუკი გვკითხავთ, რაღა მაინცდამაინც გოგრაო, გეტყვით, რომ ასე გვაწყობს. თანაც, ვეგანურია. ჰოდა, თუ თქვენც გაწყობთ, შეფ ლევანის რეცეპტსაც ახლავე გაგიზიარებთ. გამოგვყევი: instagram: / chef.cave... facebook: / chef.cave... tiktok: / chefcave FB group: / chefcave #რეცეპტი #გუფთა #გოგრა #შეფქეივი #შეფლევანი --------------------------------------------------------------- ინგრედიენტები: • გოგრა - 1კგ • ნიგოზი-250გ-300გ • უცხო სუნელი-1 სუფრის კოვზი • ხმელი ქინძი-1 სუფრის კოვზი • წიწაკა-3გ • ნიორი-3კბილი • ხახვი-50გ • კოწახური- 100გ • მარილი • ფქვილი მომზადების წესი: Its easy peasy, lemon squeezy. გოგრა დავჭრათ სასურველ ზომებად და გამოვაცხოთ, 30-40 წუთით, 150 გრადუსზე. გამომცხვარი გოგრა დავასვენოთ და გავაგრილოთ. განვაცალკევოთ კანიდან და შევურიოთ: ნიგოზი, კოწახურრი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, ხმელი კინძი და უცხო სუნელი. მივცეთ სასურველი ფორმები და ფქვილში ამოვავლოთ. ახლა უკვე შეგვიძლია შეწვაზე გადავიდეთ: გაცხელებულ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, ზეთში შევბრაწოთ და სერვირება თქვენთვის მოგვინდია! კოწახურის სოუსი: • ბალზამიკოს კრემი- 20გ • კოწახური-50გ • ხახვი-20გ • ნიორი-2კბილი • კარაქი-50გ • დაღერღილი წიწაკა-1-2გ • სახამებელი ( თუ გასასქელებელია)-სისქიდან გამომდინარე • თეთრი მშრალი თეთრი ღვინო -100გ • მარილი • (თუ ძალიან გაგიმჟავდებათ ცოტაოდენი შაქარი დაამატეთ) მომზადების წესი: ხახვს და ნიორს ვთუშავთ კარაქსა და ზეთში, შემდეგ ვამატებთ კოწახურს, ვთუშავთ და სულ ცოტახანში ვამატებთ თეთრ ღვინოს; ვაცდით ამ ყველაფერს რომ ალკოჰოლის არომატები და გემოები ამოქრეს და დარჩეს მხოლოდ ღვინის ნექტარი, რომელიც კარგ გემოს აძლევს სოუსს. შემდეგ ვამატებთ წყალს, ქინძს, ოხრახუშს, დაღერღილ წიწაკას და ცოტახანს ვაცდით, რომ გემოები კარგად გაუჯდეს. კარგად ადუღების შემდეგ ამ ყველაფერს დავაბლენდერებთ, რათა მივიღოთ ერთიანი მასა და შემდეგ დავამტებთ მარილს. ვაბრუნებთ ცეცხლზე და ვადუღებთ, ხოლო ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, გადავწუროთ, რათა არასასურველი მასა მოვაშოროთ სოუსს. გაწურვის შემდეგ ვუმატებთ შესქელებულ ბალზამიკოს და ვაბრუნებთ ცეცხლზე მანამ, სანამ სასურველ სისქეს არ მივიღებთ. შემდეგ, გადმოვდგამთ და დავუმატებთ კარაქს. სულ ესაა! გემრიელად მიირთვით
მსგავსი ვიდეოები
ბებიების რეცეპტი | გოგრის დესერტი ქეთი კანტიძისგან
შუადღე GDS / shuadge GDS
გოგრის ფერმა|| Cupshe Haul || ჩემი ყოველდღიური ცხოვრება
Milena Shelia
გოგრის კრემსუპი/ახალი ჭურჭელი🥘 #გერმანია #მოტივაცია #საქართ...
Mari’s vlogs
გოგრის მაფინები-სამეფო საკვები
Royal-Food.Ge
გოგრის ზეთი.პირველადი ცივი დაწურვის მცენარეული ზეთები ჯანმრთ...
Beso Mikava
გოგრის ზეთი.პირველადი ცივი დაწურვის მცენარეული ზეთები ჯანმრთ...
GOLDEN KINGS
საშობაო ნამცხვარი ,,გოგრის ფაი" | რეცეპტი ამერიკელებისგან
შუადღე GDS / shuadge GDS
გოგრის სუპი
mary shikhashvili