საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი


პირველი შემთხვევა „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემდეგ, როცა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა აჭარბებს. ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია დღესაც შენარჩუნდა - 11 მაისს მხოლოდ სამი ახალი ფაქტია გამოვლენილი, სამივე თეთრიწყაროს უკვე ცნობილი კლასტერიდანაა და დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებათ.

სამწუხაროდ, 11-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა - „კოვიდ-19“-მა 81 წლის მამაკაცი იმსხვერპლა, რომელიც თანმხლები ქრონიკული დაავადებებით ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ქობულეთის კლასტერიდანაა. გაზრდილია ყოველდღიური ტესტირების მასშტაბიც - ინფიცირებულთა კონტაქტების, საეჭვო შემთხვევების, კარანტინში მყოფი მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის გარდა, ამოწმებენ მოხუცთა თავშესაფრებსა და შშმ პირთა პანსიონატებსაც, სადაც ამ ეტაპზე „კოვიდ-19“-ის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპზე გადავიდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური სურათის დამძიმების თავიდან ასაცილებლად, სოციალური დისტანცირება და პირადი დაცვის საშუალებები ძალაში რჩება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან