obieqtivi კვირის მოვლენა событие недели Event of the Week 3
2012 წლის 01 ივლისი, 22:30 - 23:25 წამყვანი: კვიცარიძე ზაზა სტუმარი: ფონდ „ქომაგის" ხელმძღვანელი მეტრეველი ია, „წინააღმდეგობის მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ჭოხონელიძე შოთა -- როგორც კი ფონდი დაარსდა, რამდენიმე დღეში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები დაგვიყადაღეს. კერძოდ, ბიძინა გიორგობიანმა გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხა თანხა, რაც ორ დღეში დააყადაღეს. საოცრებაა, ჩვენს ქვეყანაში სიკეთე დასჯადი გახდა. ამით ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად ხელ-ფეხი შეგვეკრა. ჩვენს იმედად დარჩენილი მოქალაქეებისთვის არაერთხელ გვითქვამს, რომ აუცილებლად მოვძებნიდით სხვა სამართლებრივ გზას და მაინც შევძლებდით მათ დახმარებას. ემიგრანტებს ამ მოქალაქეების შესახებ რეკომენდაციები მივაწოდეთ და მათ თანხები ამ ადამიანების პირად ანგარიშებზე გადარიცხეს. თანხის გამოტანა გარკვეულმა ნაწილმა შეძლო, მაგრამ დაახლოებით ოცამდე ადამიანს თანხა დაუყადაღეს. -- როდესაც მოქალაქეები დაყადაღების შემდეგ გვიკავშირდებოდნენ, პოლიციელები ამ გაუბედურებულ ადამიანებს შუაღამისას სახლებში ადგებოდნენ და პოლიციაში მიჰყავდათ. დღის განმავლობაში პროკურატურა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვა უნდა აღკვეთილიყო. დაკითხვაზე დაბარებულ ხალხს კი ეუბნებოდნენ, რომ ისინი ტერორისტების ფულის გათეთრებაში იყვნენ ჩართულნი. ჩვენ მაშინვე მობილიზაცია გავაკეთეთ. ოცი ადვოკატი გვჭირდებოდა და დავუკავშირდით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც მყისიერი დახმარება გაგვიწიეს. ხალხი ითხოვს, რომ მათ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და კუთვნილი ფული აიღონ. ამ ხალხთან ერთად აქციების გამართვას და პროკურატურაში სარჩელის შეტანას ვაპირებთ.
zazakvznetcom-ის სხვა ვიდეოები
obieqtivi ზაზა კვიცარიძე გიორგი ბერეჟიანი
52:18
obieqtivi zaza kvitsaridze marika kvaliashvili dim...
49:28
obieqtivi zaza kvitsaridze მამრაძე არეშიძე
51:22
obieqtivi zaza kvitsaridze areshidze batiashvili n...
54:18
obieqtivi zaza kvitsaridze ზალდატანიშვილი ბელა
53:29
obieqtivi zaza kvitsaridze vakhtang khmaladze
50:01
obieqtivi zaza kvitsaridze kaha basilia aleko shal...
52:37
obieqtivi კვირის მოვლენა событие недели
მსგავსი ვიდეოები
obieqtivi კვირის მოვლენა событие недели Event of the Week 4
zazakvznetcom
obieqtivi კვირის მოვლენა событие недели Event of the Week
zazakvznetcom
obieqtivi zaza kvitsaridze nata tarxan-mouravi nodar nikolai...
zazakvznetcom
obieqtivi კვირის მოვლენა событие недели
zazakvznetcom
obieqtivi zaza kvitsaridze ჭიქაშვილი დააპატიმრეს
zazakvznetcom
obieqtivi zaza kvitsaridze შალვა თადუმაძე
zazakvznetcom
obieqtivi zaza kvitsaridze marika kvaliashvili dima jaiani l...
zazakvznetcom
obieqtivi ზ.კვიცარიძე ძოძუაშვილი მაჩაიძე 2
zazakvznetcom