obieqtivi zaza kvitsaridze ზალდატანიშვილი ბელა

14.09.2012 54:18

2012 წლის 29 აგვისტო, 17:30 - 18:25 წამყვანი: კვიცარიძე ზაზა სტუმარი: ,,ვეტერანთა ფედერაციის" წევრი ალადაშვილი მალხაზ, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის წევრი ზალდატანიშვილი ბელა „ინვალიდთა და ვეტერანთა წმინდა თამარ მეფის ორდენი". გამგეობის წევრი კოპაძე სიმონ -თვითმფრინავში, რომელიც ბაბუშერას აეროპორტში ააფეთქეს , ქართველი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა ისხდა.თვითფრინავის აფეთქების დროს 16 ადამინი გადარჩა , ისინი დღესაც ცოცხალი მემატიანეები არიან. სულ თვითმფრინავით 110 ადამიანი მგზავრობდა .აქედან გარდაცვლილია 75 ადამიანი, 29 გარდაცვლილი ამოცნობილია და 35 გვამი ამოუცნობია. გარდაცვლილები ბაბუშერას სასაფლაოზე არიან დაკრძალულები და საჭიროა მათი ინედტიფიკაცია . - ვეტერანებზე ხელისუფლება საერთოდ არ ზრუნავს. მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ დღეს არცერთ პოლიტიკურ პარტიას მის საარჩევნო პროგრამაში არ აქვს ასახული,- რას უპირებენ ვეტერანებს , რა ცვლილებები იქნება . ვეტერანების მიმართ მთელი კანონმდებლობაა შესაცვლელი . ამაზე კი, სამწუხაროდ, არავინ საუბრობს. -დღეს საქართველოში ვეტერანთა 300-მდე ორგანიზაციაა. ყველა ცდილობს შექმნას ორგანიზაცია, რომ მოიზიდოს თანხები და დაეხმაროს მის ვეტერან მეგობარს, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა ,რეაბილიტაცია და პროტეზირება, მაგრამ სახელმწიფო, რომელმაც ჯარისკაცი თავისი დროშის ქვეშ გაუშვა საბრძოლველად , არ ზრუნავს ვეტერანთა რეაბილიტაციაზე, ანუ სახელმწიფო ვალდებულებს არ ასრულებს.

გაზიარება: