obieqtivi კვირის მოვლენა событие недели Event of the Week 3

08/27/2012
zazakvznetcom-ის მიერ

2012 წლის 01 ივლისი, 22:30 - 23:25
წამყვანი: კვიცარიძე ზაზა
სტუმარი: ფონდ „ქომაგის\" ხელმძღვანელი მეტრეველი ია, „წინააღმდეგობის მოძრაობის\" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ჭოხონელიძე შოთა

-- როგორც კი ფონდი დაარსდა, რამდენიმე დღეში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები დაგვიყადაღეს. კერძოდ, ბიძინა გიორგობიანმა გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხა თანხა, რაც ორ დღეში დააყადაღეს. საოცრებაა, ჩვენს ქვეყანაში სიკეთე დასჯადი გახდა. ამით ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად ხელ-ფეხი შეგვეკრა. ჩვენს იმედად დარჩენილი მოქალაქეებისთვის არაერთხელ გვითქვამს, რომ აუცილებლად მოვძებნიდით სხვა სამართლებრივ გზას და მაინც შევძლებდით მათ დახმარებას. ემიგრანტებს ამ მოქალაქეების შესახებ რეკომენდაციები მივაწოდეთ და მათ თანხები ამ ადამიანების პირად ანგარიშებზე გადარიცხეს. თანხის გამოტანა გარკვეულმა ნაწილმა შეძლო, მაგრამ დაახლოებით ოცამდე ადამიანს თანხა დაუყადაღეს.

-- როდესაც მოქალაქეები დაყადაღების შემდეგ გვიკავშირდებოდნენ, პოლიციელები ამ გაუბედურებულ ადამიანებს შუაღამისას სახლებში ადგებოდნენ და პოლიციაში მიჰყავდათ. დღის განმავლობაში პროკურატურა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვა უნდა აღკვეთილიყო. დაკითხვაზე დაბარებულ ხალხს კი ეუბნებოდნენ, რომ ისინი ტერორისტების ფულის გათეთრებაში იყვნენ ჩართულნი. ჩვენ მაშინვე მობილიზაცია გავაკეთეთ. ოცი ადვოკატი გვჭირდებოდა და დავუკავშირდით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც მყისიერი დახმარება გაგვიწიეს. ხალხი ითხოვს, რომ მათ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და კუთვნილი ფული აიღონ. ამ ხალხთან ერთად აქციების გამართვას და პროკურატურაში სარჩელის შეტანას ვაპირებთ.